როგორ დააფასა კიკნაველიძემ „ფორუმისგან“ მიცემული შანსი…

  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზესტაფონში შალვა კიკნაველიძე იქნება. ვისაც ჯერ არ გაუგია, ის „ეროვნული ფორუმიდან“ მოულოდნელად წავიდა და ისე მოულოდნელად, რომ თავად „ფორუმმა“ წევრის მიერ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიიდან გაიგო.

-„ალბათ ჩათვალა, რომ იქ უფრო მეტი შანსი ჰქონდა გამარჯვების. ყველამ იცის, რომ შაკო კიკნაველიძე იყო ჩვენი პარტიის წევრი და ჩვენგან მოხვდა პარლამენტში. თავის დროზე „ეროვნულმა ფორუმმა“  მას როგორც ახალგაზრდა კაცს მისცა შანსი, ვინ როგორ იყენებს ამ შანსს, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და მერე ამას როგორ აფასებს-ისიც.

 არავის წასვლას არ ველოდებით, მისი წასვლაც მართალი გითხრათ მოულოდნელი იყო. რომ მიდიოდა პარტიიდან თქვა, მაგრამ რა იყო მიზეზი და იქნებოდა თუ არა ის სხვა პოლიტიკურ პარტიაში რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ საუბარი არ გვქონია. ჩვენც ეს ინფორმაცია გავიგეთ ასე მედია საშუალებით.

არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, მას აქვს თავისი გზა…“-განაცხადა „ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ.

 

 

კომენტარის დატოვება