პარტიული დაწინაურების მთავარი საფუძველი “იმ 9 წლის” ბილეთი …(ვიდეო)

   „ქართული ოცნების“ მიერ იმერეთში, ქუთაისის 47-ე ოლქში   გენადი მარგველაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას თავისუფალ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება და 2012 წელსაც იხსენებს.

-„ქართულმა ოცნებამ – გენადი მარგველაშვილი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ცოტა უცნაურია საკუთარ უუნარობას “იმ 9 წლით” აპრავებდე, ამ დროს კი პარტიული დაწინაურების მთავარი საფუძველი “იმ 9 წლის” ბილეთი იყოს“-ამბობს მეტრეველი და იმ პერიოდს ახსენებს საზოგადოებას, როცა მარგველაშვილმა მოსწავლეებს ქართული ოცნების მაისურის ჩაცმისთვის პრობლემეი შეუქმნა.

ცნობისთვის: 2012 წელს „ქართული ოცნების“ მაისურის ტარების გამო, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები დირექტორმა გაკვეთილებიდან გამოიყვანა და 45 წუთის განმავლობაში საკუთარ კაბინეტში ესაუბრა. როგორც მოსწავლეები აცხადებენ, დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა მუქარისშემცველი ტონით მათ მოახლოებული გამოცდებიც შეახსენა. „ინფო 9“ -ის ჯგუფმა ფაქტის შესახებ დირექტორთან გასაუბრება მოახერხა. ფარული კამერით ჩაწერილ მასალაში გენადი მარგველაშვილმა მოსწავლეების კაბინეტში დაბარება დაადასტურა, მათი დაშინების მცდელობა კი უარყო.

კომენტარის დატოვება