5 ივლისის მოვლენების გამო, დეკანოზი სპირიდონი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი 5 ივლისის მოვლენების გამო თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში  გამოკითხვაზე დაიბარეს. სასულიერო პირი  სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა.

დეკანოზმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მისი ადვოკატი,  ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით, “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები და წევრები სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დედაქალაქში არეულობა იყო.”პრაიდის” მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ისინი ჟურნალისტებსა და  ოპერატორებსა  დილიდან უსწორდებოდნენ, შსს-ის ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების  წარმომადგენელია.