მახარაძე – როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება – თუ მათზე ზეწოლა იქნება, დამაკავებენ

ალტ-ინფოს” დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის განცხადებით, თუ ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება, არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.  ამის შესახებ მახარაძემ ჟურნალისტებთან პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცა.

“როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება, თუ მათზე ზეწოლა იქნება, დამაკავებენ. ეს ზეწოლა არის გარედან – ელჩებისგან, ამერიკისგან და ევროპისგან,”- აცხადებს სამხარაძე.

ხოლო, რა ნივთები ამოიღეს სამართალდამცავებმა დღეს მისი საცხოვრებელი სახლიდან, სამხარაძე არ პასუხობს და აცხადებს, რომ დამატებით კომენტარებს აღარ გააკეთებს.