ღარიბაშვილის წინასაარჩევნოდ გადადგომა ვაია, მაგრამ არგადადგომა არის უი, უი და უი – გიორგი თარგამაძე

ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის უმჯობესია დროულად გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, არჩევანი ცუდსა და უარეს შემთხვევაში არის ხოლმე ხშირად, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჯერჯერობით საქართველოა,

„ეს არის ერთის მხრივ, ქართული მედიის და ქართული საზოგადოების ერთობლივად და მეორეს მხრივ, არის მონიშვნა იმ ვითარების, რომელშიც მთელი ქვეყანა ვიმყოფებით.

გასაგებია, რომ ღარიბაშვილის დღეს გადადგომა, წინასაარჩევნოდ მათთვის ვაია, მაგრამ არგადადგომა არის უი, უი და უი.

არჩევანი ცუდსა და უარეს შემთხვევაში არის ხოლმე ხშირად, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჯერჯერობით საქართველოა, სჯობს ნაკლებად ცუდი აარჩიონ და დროზე აიძულონ ღარიბაშვილი, რომ გადადგეს,” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.