ირაკლი კობახიძე – გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა ამორალურია

პარლამენტში პლენარული სხდომა განახლდა და სიტყვით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

კობახიძემ დეპუტატების პერფორმანს, რომელიც შს მინისტრს მოუწყვეს, ამორალური უწოდა. მან “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკოსები და მედია ამ ფაქტით მანიპულირებას ცდილობენ.

„კოლეგებო, პირველ რიგში მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ დარბაზში. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ფორმებს და შინაარსს პროტესტის, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური, რა თქმა უნდა, ამორალურია შინაარსით, გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა. მცდელობა, როდესაც აქვთ ამის პოლიტიკოსებს და როდესაც ამაში რთავენ მათ შორის რიგით ჟურნალისტებს ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეხვენება გამოცცადდა. ამის მიზეზი ოპოზიიცს მხრიდან პერფორმანსის ჩატარება გახდა, რითიც შს მინისტრს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.