მაჩაბელას საბავშვო თეატრის „ბურატინომ“ დღესაც ანშლაგით ჩაიარა (ვიდეო)

მაჩაბელას საბავშვო თეატრმა, რომლის ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილია, ათონელზე მორიგი სპექტაკლი გამართა. „ბურატინომ“ დღესაც ანშლაგით ჩაიარა.

პედაგოგები ნინო ხომასურიძე და ნანა ომანაშვილი პატარა მსახიობებს მთელი სპაქტაკლის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებიან. სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა. მომდევნო სპექტაკლებზე ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა მოთხოვნა მაინც დიდია, სწორედ ამიტომ მამუკა ლომაშვილი დღეების დამატებას ფიქრობს. დარბაზში მყოფი უფროსები აღტაცებას ვერ მალავდნენ და მსახიობებთან ერთად მღეროდნენ ბურატინოს სიმღერას, რომელმაც ისინი ტკბილ ბავშვობაი დააბრუნა.

როგორც გახსოვთ სპექტაკლმა პრემიერამდე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და არა ერთი ჭორი აგორდა, თუმცა დანამდვილებით მინდა გითხრათ-სპექტაკლზე არც რუსეთის ჰიმნი აჟღერებულა და არც რუსეთის დროშები, ასე რომ, ჭორიკნებს თემა „ჩაუვარდათ“.

ტაში, ოვაცია, ყვავილები, მილოცვები და მადლობები პედაგოგებს-სპექტაკლის ბოლოს ყველა ძალიან ბედნიერი იყო, მშობლები გახარებულები და ამაყები, ბავშვები სიხარულით ცაში დაფრინავდნენ, პედაგოგები კი დაღლილები, ემოციებისგან დაცლილები მილოცვებს და მადლობებს ისმენდნენ ყველაზე კრიტიკული მაყურებლისგან-მშობლებისგან. წარმატებები მაჩაბელას.

ჩვენ გთავაზობთ ნაწყვეტებს სპექტაკლიდან, მაგრამ გირჩევთ აუცილებლად ნახოთ შვილებთან ერთად სპექტაკლი და მათთან ერთად იმოგზაუროთ ბავშვობაში.

კომენტარის დატოვება