წამების მსხვერპლი და „თაროზე დარჩენილი“ ფორმალურად აღძრული საქმე

სულხან მოლაშვილი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ითხოვდა იმ ადამიანების დასჯას, რომლებსაც ხელები სისხლში ჰქონდათ გასვრილი. 2004 წელს საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის შემზარავი ფოტოები იხილა: პატიმრობაში მყოფ სულხან მოლაშვილს მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა; როგორც ამბობდნენ, ელექტროშოკით მიყენებული წამების გამო ფეხის ვენები დასკდომაზე ჰქონდა… პრესა წამების ამსახველი კადრებით აჭრელდა. ხელისუფლებამაც დადო პირობა, რომ მოლაშვილის წამების ფაქტს გამოიძიებდა, მაგრამ ეს ამბავი ნელ-ნელა ყველას მიავიწყდა და ფორმალურად აღძრული საქმე “თაროზე შემოდებული” დარჩა. .. სულხან მოლაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წამების მსხვერპლად აღიარა. გთავაზობთ 1365 დღიანი წამების ქრონიკას – სულხან მოლაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ “იმედის კვირაში“

კომენტარის დატოვება