უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, პრეზიდენტმა შეიწყალა

საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეუფარდა, პრეზიდენტმა შეიწყალა. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე – იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო მათი განცხადების გარეშე გაათავისუფლეს.

„იყო უკანონო გადაწყვეტილება მიღებული, ისინი პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ფაქტობრივად, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ეს ადამიანები გაეთავისუფლებინა. წინ ამას უძღოდა ის, რომ მხოლოდ უკრაინელებს შესთავაზეს შეწყალება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს, უკვე იძულებული გახდა ქართული მხარე, რომ სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, რაც ლუსტრაცია და მაჩვენებელია იმისა, რომ ეს ხალხი ამდენი თვის განმავლობაში ციხეში უკანონოდ იყო“, – განაცხადა ბასიალიამ „მთავართან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 28 ნოემბერს დააკავეს.