ჩვენს ეკონომიკაში ბუმი იწყება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტირის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განახლებული, მრავალმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად საქართველოში ეკონომიკა ძლიერდება. ამის შესახებ პრემიერმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

“საქართველომ პანდემიას თავი დააღწია, განახლებული ძალებითა და შემართებით საქართველომ ყურადღება გაამახვილა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელის ხელმძღვანელობით ხორციელდება. განახლებული, მრავალმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება და ჩვენს ეკონომიკაში ბუმი იწყება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.