ცეზარ ჩოჩელი: დეპუტატის მანდატის გარეშეც, შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ!

ცეზარ ჩოჩელი

,,ვიქნები თქვენს გვერდით, სანამ ცოცხალი ვარ და გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გქონdეთ!
არც მანდატით და არც უმანდატოთ ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ დავრჩებით !‘’

-“დღემდე ჩემი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც ცხოვრება მაკისრებდა, ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც ვჭირდებოდი ჩემს ხალხს, ქვეყანას.
თანამდებობაზე ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი, ბევრად მნიშვნელოვანია, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას.
დეპუტატის მანდატის გარეშეც, შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მცხეთის რაიონში ჩვენს მიერ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების დიდი ნაწილი განვახორციელოთ – ავაშენოთ ახალი საწარმოები, შევქმნათ ასეულობით სამუშაო ადგილი, შევამციროთ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა.
ყველანაირად შევუწყობთ ხელს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები იმ სახელმწიფო პროგრამებში, რაც წარმატებას მოუტანს ჩვენს რაიონს!
მე ამ ასაკში ვერავინ გამომცვლის, ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ საქმეს, რომელიც ჩემს სამშობლოს, ერს სჭირდება. მაქვს უამრავი იდეა და იმედს ვიტოვებ, მათ უმრავლესობას უახლოეს მომავალში განვახორციელებთ.
ნოემბერში გვექნება ახალი ნატურალური წვენების საწარმოს პრეზენტაცია, 2017 წელს კი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძლზე, ყველაზე მაშტაბურ ქარხანას გავხსნით სენაკში.
დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ფეხზე დამდგარი ეკონომიკა და შეძლებული მოქალაქეები.
გაძლევთ სიტყვას, მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი სამშობლოს ფეხზე დაყენებას. მხარს ვუჭერ ხელისუფლებას, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება ჩვენი ქვეყნისთვის!

კომენტარის დატოვება