არ გვეშინია, ვიყოთ ქალები!

ბლოგი

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

14958666_1301026339948287_1803602974_n

საქართველოში კანონი არ ზღუდავს ქალის შრომასა და საზოგადოებაში სასურველი პოზიციის დაკავებას,საჯაროდ გამოსვლას, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თავისუფალი არჩევანის უფლებას, თუმცა კანონით მინიჭებული უფლება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალს ამ უფლებებს მეუღლე, ოჯახის წევრები ან სულაც მათ ფსიქიკაში მყარად ჩამჯდარი სტერეოტიპები არ შეუზღუდავს.

1.საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის რა ფორმებს ვხვდებით?

საქართველოში არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური , სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა.

2. რა ფორმით ვლინდება სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობა?

სექსუალური ძალადობა სახეზეა გაუპატიურების შემთხვევაში, ძალადობის ადგილი ხშირ შემთხვევაში არის ოჯახი,მონაწილე სუბიექტი კი მეუღლეა,ასევე სამსახური სადაც დასაქმებული შესაძლოა გახდეს ამგვარი ძალადობის მსხვერპლი და ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის ე.წ “ღამის კლუბებიც” რისკ-ფაქტორია, თუმცა ყველაზე მძიმე და განგრძობადი ხასიათის ძალადობის სახით პრაქტიკაში ეკონომიკური ძალადობა გვევლინება. მაგალითად როცა ქალს არ გააჩნია შემოსავალი ან გააჩნია და ისიც მეუღლის მიერ კონტროლდება, უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს ქალს. ის მოწყვეტილია დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა, არ ააქვს უფლება და საშუალება მიიღოს განათლება,საკუთარი ინიციატივის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი თავის,ოჯახისა და შვილების ინტერესების სასარგებლოდ.

3.როგორ ვხედავ პრობლემების მოგვარებას?

დავიწყებ იქედან რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! არ არსებობს სანამ ვსუნთქავთ და შეგვწევს ძალა ფიქრისა და მოქმედების. გნებავთ თავი დააღწიოთ “ცივილურ ციხეს”?მარტივად შეგძლიათ,თუნდაც ინტერნეტის საშუალებით მოიპოვოთ ინფორმაცია. საკუთარი უფლებების იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რომლებიც უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობენ,ასევე მიიღებთ ინფორმაციას – თუ რა პრევენციული ხასიათის ღონისძიებებია გათვალისწინებული ასეთი შემთხვევების მიმართ სახელმწიფოს მიერ. ინფორმირებულობა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია!

თემა რომელზეც მე გესაუბრებით არ გეხებათ მხოლოდ თქვენ,ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა! შემხებია მე!შეხებია თქვენს მეზობელ “ნინოს”!თინათინს”!თითქმის ყველა იმ ქალბატონს რომელიც თავს იწონებს ესოდენ შესაშური ოჯახით და გულში ეს ქალური ტკივილი დააქვს. გახსოვდეს შენ არ ხარ პირველი და არ ხარ უკანასკნელი,მაგრამ თუ შენ ამას წაიკითხავ,თუ შენ მოინდომებ ,მოიკრებ ძალას და გაბედავ მერწმუნე ვერაფერი შეგაჩერებს! სახელმწიფო შენთან ერთად იბრძვის შენივე კეთილდღეობისათვის, ეროვნული მასშტაბით შექმნილია ცხელი ხაზი, შექმნილია სახელმწიფო თავშესაფრები, შსს-ს აკადემიაში პოლიციელებისთვის ტარდება ტრენინგები ოჯახში ძალადობაზე და იგეგმება სხვა უამრავი სახის ღონისძიება. ალბათ იცი რომ 25 ნოემბერი “ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა”.

ქალთა უფლებადამცველი აქტივისტები ამ დღეს 1981 წლის 25 ნოემბრიდან აღნიშნავენ. მოგვიანებით, 1999 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე “ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო” დღედ ოფიციალურად დაამტკიცა. ამ დღის აღნიშვნას საფუძვლად დაედო 1960 წლის 25 ნოემბერს დომინიკის რესპუბლიკაში სამი დის: მინერვა, პატრია და მარია მირაბალების მოკვლის ფაქტი. დები მირაბალები პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და იმ დროს დომინიკის რესპუბლიკაში მოქმედი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ. სწორედ ამ რეჟიმის საიდუმლო პოლიციამ დახოცა დები იმ დროს, როცა ისინი თავიანთი დაპატიმრებული ქმრების სანახავად ციხეში მივიდნენ. დიქტატორულ რეჟიმს გადაურჩა აქტივისტი ქალების მეოთხე და – დედე მირაბალი. ამჟამად მირაბალების სახლში, დომინიკის რესპუბლიკაში, მუზეუმია მოწყობილი, მათზე იწერება მხატვრული ნაწარმოებები, იღებენ ფილმებს და ა.შ.

მართალია დღეს ასეთი ფაქტები აღარ ხდება და შედარებით ცივილურ რელსებზე გადავედით მაგრამ მიუხედავად განვითარებული თუ განვითარების სტადიაზე მყოფი ქვეყნების მცდელობისა და არაერთი საჭირო პროგრამის განხორციელებისა ძალადობა მაინც ძალადობად რჩება და თავის გამოხატულებას სხვადასხვა მიმართულებით მაინც პოულობს.სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში მე, როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველმა გენდერული პოლიტიკის საკითხებში გადავწყვიტე ერთ-ერთი აქტივობის სახით შევხვდე ჩემივე მუნიციპალიტეტის არეალში მოქცეულ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას,სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ვიმსჯელოთ არსებულ პრობლემებზე,ჩვენეულ ხედვასა და გადაჭრის გზებზე.

ყოველი ჩვენგანის უფლება იწყება ჩვენივე თავიდან! ჩემი დიდი სურვილია ჩვენ გვქონდეს წარმოდგენა არსებულ უფლებებზე,არსებულ პასუხისმგებლობებზე და გავიაზროთ ის რომ ჩვენს გასაკეთებელს მხოლოდ ,სახელმწიფო ვერ გააკეთებს! გვახსოვდეს რომ ჩვენზე ძალადობა მხოლოდ ჩვენი ფიზიკური შეურაცხყოფა არაა. ბევრ ქალს ჩემ გარშემო ჰგონია რომ არ აქვს უფლება იყოს წარმატებული, იმუშაოს და ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი.

ჩვენ გვაქვს უფლება და უნარი იმისა, რომ ხმა ავიმაღლოთ და ყველას გავაგებინოთ, რომ არ გვეშინია, ვიყოთ ქალები! საქმიანი ქალები და არა მხოლოდ დიასახლისები! ეს ყველაფერი შემხებია მე!ვიცი შეგეხო შენც და ამისგან მინდა დავიცვათ ის!

კომენტარის დატოვება