აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის

საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში,

„საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია. თუმცა, არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, დამოუკიდებლად და დროულად გამოიტანოს კომპეტენტური გადაწყვეტილება კომერციულ საქმეებზე.

ზოგიერთი საქმე წლების განმავლობაში რჩება სასამართლოში. სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დანაკლისზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონებისა და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე.

საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password