,,ამერიკის თუნდაც, ყოფილი ელჩის, იან კელის ლანძღვა აღსანიშნავი თავხედობაა” – გიორგი კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ყოფილი ელჩის ლანძღვა „აღსანიშნავი თავხედობაა“. აღნიშნულით კანდელაკი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე და აშშ-ის ყოფილ ელჩ იან კელიზე საუბრობს.

„ეს ლანძღვა-გინება დასავლეთის, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ინუკოვიჩის ხელისუფლებასთან პარალელი სამართლიანია. ამერიკის თუნდაც, ყოფილი ელჩის, იან კელის ლანძღვა აღსანიშნავი თავხედობაა, ასე ვიტყოდი. ვიოლა ფონ კრამონს ყველაფერი შეიძლება დააბრალო ყოფილი ხელისუფლების სიმპათიების გარდა, მას 10 წელზე მეტია ვიცნობ, ის ცნობილი იყო ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებით ყოფილი ხელისუფლების მიმართ იმ წლებში“, – განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა“.