მარგველაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ დაწყებულ დისკუსიას გიორგი მარგველაშვილი  გადაცემა „არჩევანში“ გამოეხმაურა.

„მართლა უცნაური იყო, არჩევნების შედეგები არ იყო ბოლომდე გარკვეული , როდესაც დაიწყო საუბარი რომ კონსტიტუცია შესაცვლელია და პრობლემას წარმოადგენს პრეზიდენტის არჩევის პრაქტიკა, რომელიც ასეთი ბუნებრივია ქართული რეალობისთვის. კითხვის ნიშნები ისმევა იმასთან დაკავშირებით, რა აუცილებლობას წარმოადგენს ესა თუ ის ცვლილება. როდესაც ეს ტენდეცია და მოტივაცია გაჩნდა, რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს , უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, ბუნებრივად გამოჩნდა, რომ ამ იდეას არანაირი რეალური საფუძველი არ გაჩნია და არ არის კავშირში იმ გამოწვევებთან, რომელიც გააჩნია ქართულ საზოგადოებას, იმ საჭიროებებთან რომელიც ჩვენ წინაშე დგას და დღის წესრიგთან რომელიც ამომრჩეველმა დაუკვეთა, თუ ვინმე აზრიანად გამაგებინებს ამით რა პრობლემა წყდება, მიებმება ეს დასაქმებას, მიებმება ეს უფრო სამართლიან სასამართლოს, მიებმება ეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპაციის თემატიკას თუ ჯანდაცვას? რასთანაა ეს კავშირში? თუ არ იქნება თუნდაც იმ ტიპის დისკუსია, რაც ჩემსა და ქართულ ოცნებას შორის იყო, თუნდაც ვეტოების სახით, ეს ძალიან უარყოფით შთაბეჭდილებას დატოვებს ქართულ დემოკრატიაზე როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ. რეალურად გეგმა იყო რომ პრეზიდენტი არ იყოს არჩეული, ამასთან მარტივი პოზიცია გამაჩნია, ეს არის ქართველი ხალხის უფლება და სანამ შენ მათ ამ უფლებას ართმევ, კარგად უნდა აუხსნა რატომ აკეთებ, იმითი ვერ აუხსნი, რომ მარგველაშვილი არაა კარგი ადამიანი ან პოლიტიკოსი. უნდა აუხსნა ფუნდამენტურად. ამ ახსნის გარეშე ყველაფერი ეს ტოვებს ზედაპირული, პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას.“- განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.

 

კომენტარის დატოვება