„სითი-პარკი“ არის პარაზიტი ორგანიზაცია და აუცილებლად უნდა დატოვოს ქალაქი!”

„სითი-პარკი“ არის პარაზიტი ორგანიზაცია და მან აუცილებლად უნდა დატოვოს ეს ქალაქი’

საკრებულო ფრაქცია „დედაქალაქის „ წევრის, შალვა ოგბაიძის განცხადებით მერიამ კომპანიას 25 მილიონი ლარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხადოს, ვინაიდან კომანია თავად არის გამომძალველი და იმდენი კანონდარღვევა აქვს, რომ მას აქეთ აქვს ჩვენი ბიუჯეტისათვის თანხა გადასახდელი.

„ ვფიქრობ რომ სითი-პარკსა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრერულებაში არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელიც ხელშეკრულების სამართლებრივი შეჩერების საშუალებას იძლევა. მარტო ისიც საკმარისია, რომ კომპანიის წესდება და საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების წესი ერთმანეთან თანხვედრაში არ მოდის. გარადა ამისა ავტომობილის საჯარომოზე გადაყვანისათვის მოქალაქის მიერ გადახდილი 60 ლარიდან არცერთი თეთრი თბილისის ბიუჯეტში არ შედის. სითი პარკის ამ ქალაქიდან გაყვანას სჭირდება გამბედაობა და პოლიტიკური ნება და არა კომპანიიის 25 მილიონი ლარით გამდიდრება.“ განაცხადა ოგბაიძემ.

კომენტარის დატოვება