“ნაცმოძრაობა“ ოპოზიციის ნაწილთან ერთად მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ნაწილთან ერთად დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.

კანდიდატების წარდგენა 21:00 საათზე მედიის წარმომადგენლების დასწრების გარეშე გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის აღნიშნული ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი – ელენე ხოშტარია.