კოვიდით გარდაცვლილი დიდი ადამიანები, ზეციური საქართველოდან მფარველობენ, ქართულ სპორტსა და კულტურას – წულუკიანი

კოვიდით გარდაცვლილი დიდი ადამიანები, ზეციური საქართველოდან მფარველობენ, ქართულ სპორტსა და კულტურას – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამეტში მოსმენის დროს განაცხადა.

,,მე მინდა დავიწყო როგორც მინისტრმა პატივის მიგებით იმ ყველა დიდი ხელოვანისათვის თუ სპორტსმენისადმი, ვინც წლევანდელ წელს დაგვტოვა და პატივი მივაგო ისეთი დიდი ადამიანების ხსოვნას, რომლებიც წელს, კოვიდით ისედაც მძიმე წელს დაგვშორდნენ და იქიდან სადაც არიან, ზეციური საქართველოდან მფარველობენ, მე ასე მჯერა, ქართულ სპორტსა და კულტურას”- განაცხადა წულუკიანმა.