იზაბელ სანტოში: ეუთო არ უნდა შეჩერდეს წარსულ წარმატებებზე…(ვიდეო)

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეასაკომიტეტო სხდომების ფორმატში გრძელდება.

დღეს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარემ, იზაბელ სანტოშმა, სერბი დელეგატის, გორდან კომიჩის მოხსენებაგააცნო, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი და ორგანიზაცია არ უნდა იყოს პასიურ პოზიციაზე.

„თუ ჩვენ ღია, კონსტრუქციულ დიალოგს გავაგრძელებთ, გაცილებით უკეთეს შედეგებამდე მივალთ. ეუთო არ უნდა შეჩერდეს წარსულ წარმატებებზე. ჩვენი მხრიდან გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს ყველა იმ გამოწვევის მოსაგვარებლად, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს, მით უფრო ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მიმართულებით.“ – აღნიშნა იზაბელ სანტოშმა.

კომენტარის დატოვება