ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, მადლობას ვუხდი ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და მადლობას უხდის მას უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებისთვის.

კობახიძე მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს ,,იმ ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა”.

„ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! მადლობას ვუხდი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებისთვის! მადლობას ვუხდი ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა! ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.