კახა კუჭავა – მადლობელი ვართ შეერთებული შტატების, რომელმაც „ფაიზერის“ 50 000 დოზა საჩუქრად გადასცა საქართველოს, ვამაყობთ, რომ გვყავს ერთგული მეგობრები და მოკავშირეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 50 000 დოზის საჩუქრად გადმოცემას ეხმიანება.

„მადლობელი ვართ შეერთებული შტატების, რომელმაც „ფაიზერის“ 50 000 დოზა საჩუქრად გადასცა საქართველოს. ვამაყობთ, რომ გვყავს ერთგული მეგობრები და მოკავშირეები, რომლებიც გვერდში გვიდგანან გაჭირვების დროს. ჩაიტარეთ ვაქცინაცია, იყავით ჯანმრთელები!“- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.