თბილისის მერია „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატებზე – სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა

დედაქალაქის მერია თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს უკანონო ქმედებაა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პლაკატების ჩამოხსნას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.

აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით დღეს პლაკატები გამოჩნდა წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. ბანერებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password