„სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრის მსურველებისთვის ცოცხალი რიგით აცრის სერვისის მიღება შესაძლებელია ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრის მსურველებისთვის რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით აცრის სერვისის მიღება შესაძლებელია ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება.

მათივე განცხადებით, აღნიშნული სერვისით სარგებლობა „სინოფარმის“ შემთხვევაში შესაძლებელია 122 დაწესებულებაში, „სინოვაკის“ შემთხვევაში კი 109 ამცრელ პუნქტზე.

„აცრისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალიდან ბოოკინგ.მოჰ.გოვ.გე ან ცხელი ხაზის საშუალებით. ამ ეტაპზე „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრის მსურველებისთვის რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით აცრის სერვისის მიღება შესაძლებელია ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება, მათ შორის „სინოფარმი“ 122 დაწესებულებაში, 133 ბრიგადით და „სინოვაკი“ -109 დაწესებულებაში, 116 ბრიგადით. ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, აღნიშნული სერვისი მომავალში სხვა ამცრელ პუნქტებშიც იქნება შესაძლებელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.