პარტიას ,,საქართველოსთვის” ეყოლება თავისი მერობის კანდიდატი – სულ უფრო ვრწმუნდები რომ გადადგომის გადაწყვეტილება სწორი იყო – გიორგი გახარია

პარტიას ,,საქართველოსთვის” ეყოლება თავისი მერობის კანდიდატი – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის მერობის კანდიდატი იქნება ღირსეული, რომელიც იბრძოლებს ბოლომდე ქალაქის და ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის.

,,პარტიას ,,საქართველოსთვის” ეყოლება თავისი მერობის კანდიდატი. ღირსეული, რომელიც იბრძოლებს ბოლომდე ქალაქის და ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის, ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის და არა ისე, როგორც ახლა ხდება: ლანძღვა-გინებით, ერთმანეთზე ბოროტების დაბრალებით და სხვა.

რეგიონებში სიარულის შემდეგ ვრწმუნდები სულ უფრო და უფრო, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იყო სწორი. მომეცა შესაძლებლობა ხალხთან ახლო ურთიერთობის.თანამდებობაზე როცა ხარ ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომლებიც უნდა და ახლა გიწევს დანგრეული გზებით სიარული. მე ამაში ჩემს თავს ვაკრიტიკებ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.