გიორგი გახარია – ვიღაცებს ეგონათ, რომ გავქრით, დავიკარგეთ, მაგრამ არა, მეგობრებო, არსად გაქრობას არ ვაპირებთ

ვიღაცებს ეგონათ, რომ გავქრით, დავიკარგეთ, მაგრამ არა, მეგობრებო, არსად გაქრობას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა, სადაც პარტიის ოფისი გახსნა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ადგილობრივ არჩევნებს აქვს უფრო დიდი დატვირთვა, ვიდრე მუნიციპალური მნიშვნელობაა.

„აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ეს არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური მნიშვნელობის. ამ არჩევნებს აქვს სხვა უფრო დიდი დატვირთვა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ მნიშვნელობა როგორც ამ არჩევნების, ასევე ის, რამდენად ღირებული იქნება მათი არჩევანი“,- განაცხადა გახარიამ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password