ხატია დეკანოიძე – მთავარი ამოცანაა 43% – იან ნიშნულს ქვევით „ქართული ოცნების” დატოვება – ჩვენ ათივე მაჟორიტარული ოლქი დავთმეთ თბილისში

„როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, დავთმეთ ათივე მაჟორიტარული ოლქი თბილისში და ღია ვართ თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, რომ „ლელოს” პასუხი იქნება უახლოეს დღეებში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„რამდენიმე პარტია ვიცით, რომელიც არ აპირებს არც შეთანხმებაში შემოსვლას და არც მერობის კანდიდატის დაყენებას, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ ძალიან მალე კვლავ მოვისმენთ კოორდინაციის მნიშვნელოვან დეტალებს.იმედი მაქვს, რომ „ლელოს” პასუხი იქნება უახლოეს დღეებში. საუბარი არ არის ვიწროპარტიულ ინტერესებზე, ჩვენ ეს გათვითცნობიერებული გვაქვს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა 43-პროცენტიან ნიშნულს ქვევით „ქართული ოცნების” დატოვება, შეთანხმებული და კოორდინაციული ერთობა ამაში დაგვეხმარება. ძალიან მკვეთრი ხაზი უნდა გავავლოთ „ქართულ ოცნებასა” და დანარჩენ ოპოზიციას შორის. ვერ ვიტყოდი, რომ ძირითად ოპოზიციურ პარტიებს შორის თანხმობა არ არსებობს. დაველოდოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ მაჟორიტარულ კანდიდატებში კოორდინაციის მიმართულებით პარტიები ჩაებმებიან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.