რუსთაველის გამზირზე ასფალტი ჩაინგრა

რუსთაველის მეტროსთან, მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამანქანო გზის ნაწილი ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე “ჯიემთივის” ჟურნალისტი იმყოფება.

წინასწარი მონაცემებით, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ასფალტის საფარის ჩავარდნა წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.

ადგილზე აღდგენით სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწარმოებს.