მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის არამედ, 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციის ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ირაკლი კობახიძე

მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%ის არამედ 53%ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ – ამის შესახებ  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ლიდერებთან ერთად, საგანგებო ბრიფინგზე განცხადება.

,,უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა ოპოზიციურ პარტიებზე სახელმწიფოს მართის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა. ,,ქართული ოცნება” ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%ის არამედ 53%ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ კი ოპოზიციური პოლოტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებშია დამკვიდრებული” – განაცხადა კობახიძემ.