19 აპრილის შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა – ირაკლი კობახიძე

“ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა – ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.