გრიგოლია – გილოცავთ ავტორიტარიზმის გზის ოფიციალურად გამოცხადებას – “ოცნებამ” ოფიციალურად დაიკიდა მიშელის დოკუმენტი

“ოცნებამ” ოფიციალურად დაიკიდა მიშელის დოკუმენტი – ასე ეხმიანება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის განცხადებას, რომლის მიხედვითაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოცხადდა.

გრიგოლიას შეფასებით, მმართველმა გუნდმა იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტს ვერ გადალახავენ და დოკუმენტის ანულირება მოახდინეს.

“იცოდნენ, რომ 43 პროცენტს ვეღარ იღებდნენ ამ არჩევნებზე(გახარიამ წაიღო მათი ძირითადი ხმები) “ოცნებამ” ოფიციალურად დაიკიდა მიშელის დოკუმენტი. ვადამდელი არა კვახიო, 43 პროცენტი არა, კვახიო!!! შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებილია! ესეც ბიძოს ახალი ტრიუკი(ტყუილად კი არ ამბობს, პელეს მეძახიანო),”- წერს გრიგოლია.

ჟურნალისტი ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, პარლამენტი დატოვონ.

“ახლა ადექით და დატოვეთ პარლამენტი, ბატონო ოპოზიციავ-სხვა შემთხვევაში, ერთ ხმას ვეღარ აიღებთ ამ არჩევნებში! მე რომ ხმას არ მივცემ არავის, ვინც პარლამენტს არ დატოვებს დღევანდელის მერე, ზუსტად ვიცი. ვეჭვობ, სხვა ამომრჩეველიც. გილოცავთ ავტორიტარიზმის გზის ოფიციალურად გამოცხადებას!”- წერს ინგა გრიგოლია.