რიკ დემსი: საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას

საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას, – ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

რიკ დემსმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასაჩქარებლად საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს.

რიკ დემსსა და რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. ევროპინტეგრაციის პერსპექტივის გარდა, მხარეებმა მოსაზრებები ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე გაცვალეს, როგორებიცააა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.