ვიოლა ფონ კრამონი – ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე, ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ – საქართველოში მივდივარ

ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემა Euractiv-ისთვის მიცემულ ინტერვიუს აზიარებს, რომლის სათაურია: – “საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა.”

ვიოლა ფონ კრამონი გაზიარებულ სტატიას თან ურთავს შემდეგ წარწერას, – “საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურდული ჩანს. “ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად.”

ამასთან, ევროპარლამენტი  “ტვიტერზე” კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს აკრიტიკებს.

“გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე, რომ ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ,” – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ასევე, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოში მოდის.

“კიევში ვარ და საქართველოში მივდივარ,” – წერს ევროპარლამენტარი.