იაგო ხვიჩია – დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ

დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„გააჩნია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლაზე როგორ შეხედავთ? – სწორი განცხადებაა იმ თვალსაზრისით, რომ თუ ბიძინა გიხდის ფულს, ასეთ დროს, ამაზე კომფორტულ საქმეში რაში გადაგიხდიან? დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ. წინა შემთხვევებში, სააკაშვილის ასეთი განცხადებებით ვინ მოიგო, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ?“, – განაცხადა იაგი ხვიჩიამ.