“ახლა ნარკოტიკის მოხმარების დაშვება თაობებს გაანადგურებს!”

მუხრან ბურჭულაძე

“ლიბერალ დემოკრატების” თავმჯდომარე

-ნარკოტიკი ნარკოტიკია, მსუბუქიც და მძიმეც.

ნარკოტიკის მოხმარების დაშვება, ისეთ უპერსპექტივო ქვეყანაში, როგორც ახლა საქართველო გამოიყურება, თაობებს გაანადგურებს.

მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს პატიმრობით, მაგრამ ის უნდა დადგეს რთული არჩევანის წინაშე.
ნარკოტიკის მომხმარებელს უნდა შეეზღუდოს იარაღის შენახვის, ავტომობილის მართვის, საჯარო სამსახურში ან პედაგოგად მუშაობის უფლება. დაე პიროვნებამ თავად გააკეთოს თავისუფალი არჩევანი.

მე ვარ ქართველი, ქრისტიანი, მაშასადამე ლიბერალი და მაღელვებს თანამემამულეების მომავალი.