46 წლის ქალბატონს მკერდი სხვის მაგივრად მოკვეთეს

 

ბრიტანეთში   46 წლის მარიამ იაზდანს მკერდი შეცდომით მოკვეთეს, რადგან ანალიზის პასუხები სხვა პაციენტის სამედიცინო დასკვნაში აერიათ.  ქალბატონის ინფორმაციით,  მკერდის კიბოს დიაგნოზი მამოგრაფიის გადაღებისა და ბიოფსიის შემდეგ  დაუსვეს. ექიმებმა მარიამს განუცხადეს, რომ მთლიანად უნდა მოეხდინათ მკერდის ამპუტაცია, რადგან სიმსივნე თანდათან იზრდებოდა.  ოპერაციის შემდეგ სპეციალისტებმა ქალბატონს  რეკონსტრუქციაც გაუკეთეს, რომელიც  8 საათს გაგრძელდა. ქირურგიული ჩარევის შემდგომი  სარეაბილიტაციო კურსი  ქალს სახლში დაუნიშნეს, თუმცა გაწერიდან მალევე დაურეკეს და აცნობეს, რომ ოპერაცია შეცდომით სხვა პაციენტის ნაცვლად გაუკეთდა. მარიამმა ძლიერი სტრესი განიცადა და დეპრესიაში ჩავარდა. ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა შეცდომა აღიარა. შესაძლოა, დაზარალებულ ქალბატონს კონპენსაციაც გადაუხადონ.