„ახლა აღარ მოგწონთ, გარდაბნელებო, მირზოევი? აგიხდათ ჩემი ნათქვამი? გეუბნებოდით?..“

სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას “თუ ასე გაგრძელდა, გარდაბანი მეორე აფხაზეთი და სამაჩაბლო გახდება!”

იხ. ლინკი

https://www.gmtv.ge/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90/

გარდაბნის საკრებულოს წევრი, „ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი გამოეხმაურა.

-„ახლა აღარ მოგწონთ, გარდაბნელებო, მირზოევი? ერთი წლის წინ რომ ჩემს წინააღმდეგ დაირაზმეთ მთელი გარდაბნის „მეოცნებეები“ და მათ მიერ დაშანტაჟებულ-გაშინებულ-მოსყიდულები და საეჭვო ბიოგრაფიის მირზოევს მიეცით ხმა, მაშინ როგორ იყო? აგიხდათ ჩემი ნათქვამი? ნიშნისმოგებით არ ვამბობ, მაგრამ ქართველებმა როდისმე სახელმწიფოებრივად რომ ვიფიქროთ, ვერა?

სხვა დანარჩენზე _ ,,ქართულ ოცნებაში” არსებულ შიდა კლანურ დაპირისპირებაზე, ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ოლიგარქიული ხელსიუფლებისგან, ეს სავსებით მოსალოდნელი იყო. ნადავლის გაყოფა, მით უმეტეს დათმობა, იოლი არ არის. ეს ყველაფერი პოლიტიკისგან დაცლილია, მხოლოდ ძალაუფლების და მისგან მოსული სიკეთეების ხელახალ გადანაწილებას ემსახურება. საერთოდ არაფრად ჩავაგდებდი კვირიკაშვილ-კალაძის დაპირისპირებას, რომ არა ჩემი ქვეყნის ბედი.

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გარდაბანი სასაზღვრო რაიონია. ერთი პატარა ,,ზაბორი” ჰ ყოფს აზერბაიჯანისგან. გეუბნებოდით?..”