თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები

“დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ” მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს.

გაერთიანებული პარტიების მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოლებს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლების დამაცხება მხოლოდ ერთიან კანდიდატს შეუძლია.