“ის, რომ უკრაინა შეიძლება მაპ-ის გარეშე მიიღონ ნატო-ში, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს” – ირაკლი კობახიძე

ის, რომ უკრაინა შეიძლება მაპ-ის გარეშე მიიღონ ნატო-ში, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს. უკრაინა ომშია და ბუნებრივია, მათ მეტ ყურადღებას აქცევენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყნების ნატო-ში მიღების დიფერენციაციის საფუძველი ომია, საქართველო მასში ჩასართავად ვერაფერს გააკეთებს.

იმისთვის, რომ ნატო-ს დავუახლოვდეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ბევრი რამ, რა თქმა უნდა, გლობალურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული. ის, რომ უკრაინა შეიძლება მაპ-ის გარეშე მიიღონ ნატო-ში, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. უკრაინა ომშია და ბუნებრივია, მათკენ მეტი ყურადღებაა მიქცეული. მიუხედავად ამისა, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ომი, მაპ-იც კი არ მოგვანიჭეს. როდესაც დიფერენციაციის საფუძველი ომის მდგომარეობაა, ამ მიმართულებით ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. არსებობდნენ ვიღაცები, ვისაც სურდა საქართველო ომში ჩართულიყო, თუმცა ჩვენ ამას ხელი არ შევუწყვეთ. თუმცა, ეს რაც მე ვთქვი, არ გაძლევთ იმ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ნატო-ს წევრობის სტატუსს მხოლოდ ომში ჩართვის შემთხვევაში მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძე.