“საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულიც კი, არ არის ნატო-ს სამიტზე, სადაც საქართველო შესაძლებლობა ჰქონდა ამ ისტორიულ მომენტში უკრაინასთან ერთად მიეღო გარანტია” – თინა ბოკუჩავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულიც კი, არ არის ნატო-ს სამიტზე, სადაც საქართველო შესაძლებლობა ჰქონდა ამ ისტორიულ მომენტში უკრაინასთან ერთად მიეღო გარანტია, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არ მიიწვიეს სწორედ იმიტომ, რომ ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აჟღერებს და ატარებს, მათ შორის უკრაინის ომს აბრალებს ნატო-ს.

„ნატო-ში ირაკლი ღარიბაშვილი  საერთოდ არც კი, მიიწვიეს. არ მიიწვიეს სწორედ იმიტომ, რომ ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აჟღერებს და ატარებს, მათ შორის უკრაინის ომს აბრალებს ნატო-ს. ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ,რომ ბატონი ღარიბაშვილი ენმ-საც კი, აბრალებს ამ ომს. სწორედ ამიტომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულიც კი, არ არის ნატო-ს სამიტზე, სადაც საქართველო შესაძლებლობა ჰქონდა ამ ისტორიულ მომენტში უკრაინასთან ერთად მიეღო გარანტია, რომ მაპ-ის გარეშე სწრაფად გახდებოდა ნატო-ს წევრი. ამის ნაცვლად არის საერთაშორისო კონიუნქტურა, სადაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს სანქციებზე საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, არა მხოლოდ მოსამართლეები, რომლებიც უკვე სანქცირებული არიან აშშ-ს მხრიდან, არამედ სხვა ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ უკანონო და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში, როგორიც არის, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობა. ასეთი მოწოდება გაისმა სწორედ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები მხრიდან, რომლებიც საქართველოს დიდი მეგობრები არიან და მრავალი ათეული წელია ისინი მუშაობენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, მაგრამ დღეს ამბობენ,რომ სანქციები უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.