,,დღეს ევროკავშირმა უნდა დაინახოს ჩვენი პოზიცია, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა” – სალომე სამადაშვილი

ყველანაირ მიმართვას ევროკავშირისთვის ცხადია, მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვროკავშირმა უნდა დაინახოს საქართველოს პოზიცია ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

„ახლა მიმდინარეობს ფართო დისკუსია, მათ შორის ჩვენ ვართ ჩართული ძალიან აქტიურად დისკუსიაში ფართო საზოგადოებრივ წრეებთან, რადგან მიგვაჩნია, დღეს ევროკავშირმა უნდა დაინახოს ძალიან მყარად ჩვენი პოზიცია, საზოგადოების პოზიცია, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს ევროპული პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალას აუცილებლად დავამარცხებთ, ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალას ჩამოვაშორებთ ქვეყნის მართვის სათავეებს და მათ შორის ევროპული პერსპექტივის მიღება დაგვეხმარება სწორედ ამის მიღწევაში. ევროკავშირის ზეწოლის ბერკეტები ამ ხელისუფლებაზე, რომელმაც ააცდინა ჩვენი ქვეყნა ევროპული განვითარების გზას, გაიზრდება მას შემდეგ, რაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. ამ სულისკვეთებით ყველანაირ მიმართვას ევროკავშირისთვის ჩვენ ცხადია, მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.