საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი კვლევა წარადგინა 22 ოქტომბერს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე “რესპუბლიკაში” ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაციის (AI Georgia) პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკეული დარგის ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ბიზნესისა თუ
სახელმწიფოსთვის, ბიზნეს პროცესების გამარტივებისა თუ უსაფრთხოებისთვის.

ასოციაციის მიზანია ასევე, იმ კვლევების ხელშეწყობა, რომელიც საქართველოში ამ პოტენციალის გამოვლენის და განვითარების საშუალებას იძლევა. პირველად საქართველოში, ახლადდაფუძნებულმა AI Georgia-მ წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევა, რომელსაც ქართული ხელოვნური ინტელექტის
Digital Mind-ის შემქმნელი, გიორგი ჩახნაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელშეწყობით განახორციელებს.

გიორგიმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის უნიკალურობა, ამოცანები, მიზნები. ამის პარალელურად, მან დაინტერესებული მეცნიერები კვლევაში ჩართვისთვის მოიწვია. კერძოდ, ის მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს ნახევრად-სტრუქტურული საიტებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება. გამოყენებული იქნება ახლებური “ღრმა სწავლების” მეთოდები, როგორიც
არის იერარქიული ყურადღების მექანიზმით აღჭურვილი ნეირული ქსელები.

მსგავსი პროგრამები ხშირად მოთხოვნადია კომპანიებისგან, რომლებიც დაინტერესებულები არიან მარკეტის კვლევაში, რადგან მათი აპლიკაციები მოიცავს მსგავს პროცესებს, როგორიც არის ავტომატიზირებული პროდუქტის ინფორმაციის ანალიზი (მაგალითად, ინტერნეტის დიდი ნაწილიდან ყველა პროდუქტის და მათი ინფორმაციის მოპოვება).

ღონისძიება შეაჯამა AI Georgia-ს სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, ირაკლი ბერიძემ, რომელიც გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელია. მან დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებზე და რეკომენდაციებზე, თუ რა უნდა
გაკეთდეს ქვეყანაში არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისთვის. ირაკლი ბერიძემ ახალგაზრდა მეცნიერის, გიორგი ჩახნაშვილის კვლევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ირაკლი ბერიძე: “ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირების განუყოფელ ნაწილად ყალიბდება. გამომთვლელი მანქანების სისწრაფის მასიურმა ზრდამ, მონაცემთა სიმრავლემ და ალგორითმების ხელმისაწვდომობამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესაა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გააფართოვა მისი დიაპაზონი. ამ ტექნოლოგიის პოტენციალს უკვე იყენებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, ფინანსური, კომუნიკაციების, უსაფრთხოების და მრავალი სხვა სექტორი. ისინი მას ეფექტურობის გასაზრდელად, რესურსების ოპტიმიზაციისთვის, ხარჯების შესამცირებლად და ახალი
შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებენ. ხელოვნური ინტელექტი ასევე გაერთიანებული ერების მდგრადი განვითრების მიზნების შესასრულებლადაც ეფექტური კონტრიბუტორია და მრავალი პროექტი ინერგება ამ სფეროშიც.