„გაუგებარია ბურჯანაძის განცხადებები, თუ უნდა მოხსნას კანდიდატი, გამოვიდეს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან”

ნინო ბურჯანაძემ დღეს მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად – კახა კუკავა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ოპოზიციური პარტიები ვიწრო პარტიულ ინტერესებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იყო კონულტაციები მერობის საერთი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, თუმცა “პატრიოტთა ალიანსმა” საკუთარი კანდიდარი წარადგინა.

ბურჯანაძეს თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და განცხადებას სიცრუე ეწოდა.

“გაუგებარია, ასეთი განცხადებები ჩვენთან მიმართებაში, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა.  პარტიების ერთ-ერთ შეხვედრაზე ინიციატივის სახით იყო დასმული ეს საკითხი და არ გასცდენია ინიციატივას. მიპასუხოს ბურჯანაძენ შემხვდა მე? შეხვდა თარხან-მოურავს? არცერთი შეხვედრა არ ყოფილა, მითუმეტეს შეთანხმება არ ყოფილა. თუ ასე ძალიან უნდა ან უნდოდა ჩემთვის დაეჭირა მხარი, არასდროს არ არის გვიან მოხსნას კანდიდატი, გამოვიდეს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან,”- განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატმა.