ქუთაისში გველმა მოზარდი დაკბინა (ფოტო)

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ ბრენდი პლიუსის “ მიმდებარედ ქვეწარმავალმა მოზარდი დაკბინა. ბავშვი აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრობს.  მეზობლები ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გარაჟების მიმდებარე ტერიტორია ანტისანიტარის კერა იყო.

მომხდარი შემთხვევის შემდეგ კი ორმა მამაკაცმა მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა და სავაჭრო ცენტრის ირგვლივ დაბინძურებული გარემოც  მომრავლებული სარეველა ბალახისგან გაწმინდა, რაზეც არ იზრუნა კერძო ბიზნეისის „ბრენდი პლიუსის“ მეპატრონემ.

სააგენტოს რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ფოტო მასალა სადაც კარგად ჩანს ქვეწარმავალი, ფოტო ქუთაისში ბუხაიძის მეორე მიკროშია გადარებული სადაც დაბინძურებული მდინარე ოღასკურა მდებარეობს.

ქუთაისში ქვეწარმავლები რომ მომრავლდნენ ეს ცნობილია ქუთაისის მერიისთვისაც თუმცა უშედეგოდ! მოსახლეობა კი ისევ დახმარებას ითხოვს…