რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის სიახლოვეს ორი ადამიანი დააკავეს!

რუსმა ოკუპანტებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას მკვიდრები ვალერი მეხრიშვილი და კახა მეზურნიშვილი იმ დროს დააკავეს, როცა მოქალაქეები ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდნენ.

ამ დროისათვის, ორივე დაკავებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

კომენტარის დატოვება