პირველად საქართველოში – ვიდეოლექცია ჟესტურ ენაზე

პირველად საქართველოში ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა  მოამზადა ვიდეოლექცია ჟესტურ ენაზე, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით სრულად ადაპტირებულია ყრუ პირებზე. ჟესტურ ენაზე მომზადებული ვიდეოლექციის მიზანია  შშმ (ყრუ) პირთა სამოქალაქო ცნობიერების და ქვეყნის მართვის პროცესში  მათი ჩართულობის ამაღლება.

ვიდეოლექციის პრეზენტაცია გაიმართება  14 სექტემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ყრუთა კავშირში.

პრეზენტაციის პარალელურად ჩატარდება ტრენინგი ჟესტურ ენაზე, სადაც ყრუ პირები გაეცნობიან დემოკრატიის არსს, არჩევნების მნიშვნელობას და ამომრჩევლის უფლება-მოვალეობებს. 

კომენტარის დატოვება