პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ, განცხადებას ავრცელებს:

„დღეს, 31 მარტს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა” – ნათქვამია განცხადებაში.