ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 173 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა | გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 173 360 (+460) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 31.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 615 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 977 (+3), საარტილერიო სისტემები – 2 675 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 526 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 278 (+0), თვითმფრინავი – 306 (+0), ვერტმფრენები – 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 248 (9), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5 521 (+3), სპეციალური ტექნიკა – 294 (+3).

გენშტაბის ცნობითვე, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მოიგერია მტრის 80-ზე მეტი თავდასხმა.