უკრაინაში ომისგან განადგურებული სკოლების აღსადგენად, ევროკომისიამ 100 მლნ ევრო გამოყო

უკრაინული სკოლების აღსადგენად ევროკომისიამ 100 მილიონი ევრო გამოყო – ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„100 მილიონი ევრო უკრაინული სკოლების აღსადგენად. ახალი სასკოლო ავტობუსები, ლეპტოპები, სახელმძღვანელოები. ეს ყველაფერი ევროკომისიის დახმარებაა უკრაინაში სულ ახლახანს და ფასდაუდებელია, როგორც თავად ტრენინგი. ჩვენს შვილებს აქვთ სწავლის უფლება და შესაძლებლობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ დახმარება აქ და ახლა უნდა იყოს” – წერს ოლენა ზელენსკა