„ვგმობ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას” – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარების ფაქტს გმობს

„ვგმობ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ის ანადგურებს ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის გადაჭრისთვის იყო მიმართული და არღვევს მინსკის შეთანხმებებს. ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ მოსკოვს, შეაჩეროს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატიის გზა,” – წერს სტოლტენბერგი “ტვიტერზე”.