პომპეზური ღონისძიების დაფინანსების ნაცვლად პრემიები უკრაინელ სამხედროებს

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გააუქმა. ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, პომპეზური ღონისძიების დაფინანსების ნაცვლად, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს პრემიების სახით 300 მილიონი გრივნა ჩაერიცხებათ.